მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი უკრაინული ვიკილიქსის მასალების საფუძვლზე დაწყებული ძიების შესახებ

დავით უსუფაშვილი უკრაინული ვიკილიქსის მასალების საფუძვლზე დაწყებული ძიების შესახებ

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუკი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი მხოლოდ გამოქვეყნებული მასალა გახდა, "ეს უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო". – განაცხადა დავით  უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატ გიგი წერეთლის მიმართვის პასუხად, რომელმაც სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად მოთხოვა მისგან ჩაერთოს საქმეში და გაერკვეს, კონკრეტულად რაზე მიდის ძიება, რომელიც დაიწყო უკრაინულ "ვიკილიქსში" გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით და კვალიფიცირდება როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმე. 

"მე ნამდვილად თავს შევიკავებ სადმე დარეკვისგან და იმის გარკვევისგან, რას იძიებენ და რატომ იძიებენ. არა მგონია, ეს ჩემი ან თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში შედიოდეს, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ამის მოკითხვა. ამასობაში, დარწმუნებული ვარ, თუ მსგავს გამოძიებას საფუძვლად უდევს, ის დოკუმენტი, რომელზეც თქვენ მიანიშნეთ, ეს ძალიან მალე გამომზეურდება და ეს რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო. თუ სხვა საფუძველი აქვთ, ესეც მალე გამოჩნდება. მთავარია გამოძიება, სასამართლოს წარმართვა იყოს გამჭირვალე და არ დაირღვეს არავის უფლება. სისხლის სამართლის საქმის აღძვრით არავის უფლება არ ირღვევა. მთავარია პროცესში ეს უფლება არ დაირღვეს", – განაცხადა უსუფაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების პასუხად. 

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...