მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველოდან უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლი რამდენი "მოხალისე" მოკლეს და რამდენს ელის ეს...

საქართველოდან უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლი რამდენი “მოხალისე” მოკლეს და რამდენს ელის ეს წინ

Published on

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან წასული რამდენი “მოხალისე” იბრძვის რუსეთის მხარეს: რამდენი მოკლეს და რამდენს ელის ეს წინ – მოძიებული ცნობების მიხედვით, სურათი ასეთია: 

2022 წლის მარტში უკრაინის არმიის გენშტაბის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში გაიგზავნა სამი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, ჯამში 1.200 მოხალისის შემადგენლობით, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან გაგზავნილი იყო ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, 800 კაცის შემადგენლობით.

ძირითადად, ოსი ბოევიკებისგან შემდგარ ბტჯ-ში, როგორც სამხრეთ, ასევე, ჩრდილოეთ ოსეთიდან წასული მოხალისეები შედიოდნენ, ამიტომ ზუსტი რიცხვის დადგენა, რამდენი იყო 1.200-დან ცხინვალელი და რამდენი ვლადიკავკაზის რეგიონიდან, ზუსტად შეუძლებელია.

რაც შეეხება აფხაზეთიდან წასულებს, აქ ყველასთვის კარგად ცნობილი ახრა ავიძბა და მისი “პიატნაშკა” ფიგურირებენ.

თავდაპირველად ოსი ბოევიკები მელიტოპოლში გამოჩნდნენ. პირველი ცნობები მათი მოკვლის შესახებ სწორედ მეპიტოპოლისთვის ბრძოლას უკავშირდება. რაც შეეხება “პიატნაშკას”, მან უმძიმესი ზარალი მარიუპოლისთვის ბრძოლაში განიცადა – “აზოვმა” გამოაქვეყნა კიდეც ჩახოცილი ბოევიკების ვიდეო – ცხედრების ტანსაცმელზე სწორედ “პიატნაშკას” შევრონები ჩანდა.

სწორედ ამ პერიოდს (აპრილი-ივნისი) ემთხვევა სოხუმიდან და სხვა ქალაქებიდან აფხაზურ ფორუმებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ცნობები “მოხალისეების” დაკრძალვის შესახებ. იყო ცნობები, რომ ერთ დღეს, სოხუმის რამდენიმე პარალელურ ქუჩაზე, ერთდროულად რვა კაცი დაკრძალეს. არაოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში “პიატნაშკას” ასამდე წევრია მოკლული. მათგან ერთერთი ცნობილი იყო ქართული წარმოშობის არტურ კირკინაძე.

არსებობს ცნობები ოსური ტელეგრამ-არხებიდანაც. მაისში ამ არხებზე უკვე 60-ზე მეტი ბოევიკის სიკვდილზე იყო ცნობები. აღსანიშნავია, რომ სწორედ მაისში, უკრაინაში მოკლეს ცნობილი ოსი ბოევიკი ალან თედეევი, მეტსახელად “გენერალი”, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ასევე 2008 წელს. დღეისათვის არსებული მონაცემებით, უკრაინაში საომრად წასული ოსი ბოევიკებიდან უკვე 200-ზე მეტი მოკლულია, დაახლოებით მეორე ამდენი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სიახლეები

ყაჩაღობა მარტვილში – წაიღეს დიდი ოდენობით თანხა

ყაჩაღობა მარტვილში - ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხა...

რუსული შეტევა ოდესაზე: 13 დაშავებულიდან ორი ბავშვია

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესაზე დრონების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი...

უკრაინაში დაცემული ორი მებრძოლიდან ერთს ზუგდიდში, ხუთშაბათს დაკრძალავენ

საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს უკრაინაში სხვადასხვა დროს გმირულად დაცემული დათო ღოღაძისა და ბაჩო ბებიას ცხედრები. ბაჩოს...

ზუგდიდში “ალარნაშ დღა/თანადგომის დღე” გაიმართა

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ სლოგანით ზუგდიდში, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია და მსვლელობა...