მთავარისიახლეებიმსოფლიო'გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე" - ზელენსკის მიმართვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს

‘გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე” – ზელენსკის მიმართვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მოუწოდებს, კვლავაც გააგრძელონ ოკუპანტების ქმედებებისთვის ძირის გამოთხრა და ყველაფერი გააკეთონ უკრაინის გასათავისუფლებლად.

“მე მაქვს მარტივი თხოვნა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა ჩვენი ხალხის მიმართ: გააკეთეთ მთავარი – გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და დაგვეხმარე ოკუპანტების დასუსტებასა და განადგურებაში.

რუსულ მობილიზაციას ნებისმიერი გზით დაემალეთ. მოერიდეთ გამოძახებებს. შეეცადეთ, მოხვდეთ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე.

და თუ მაინც მოგიწევთ შესვლა რუსულ ჯარში, მაშინ მოწინააღმდეგეების ნებისმიერ აქტივობაში მოახდინეთ საბოტაჟი, ჩაერიეთ რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაში, მოგვაწოდე ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოკუპანტების შესახებ – მათი ბაზების, შტაბების, საბრძოლო მასალების საცავებზე. და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, გადადით ჩვენს პოზიციებზე. გააკეთე ყველაფერი შენი სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინის განთავისუფლებაში დასახმარებლად”,- თქვა ზელენსკიმ.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...