მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის - სად რა ხდება უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რიგი უკვე 20 კმ-ზეა გაჭიმული, მანქანების რაოდენობა გაიზარდა.

უკრაინელმა მეზენიტეებმა ირანისგან მიღებული უახლესი სადაზვერვო -დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, Mohajer-6 ჩამოაგდეს, რაც შეეხება “შაჰიდ-136”-ს, დღეს 6 ასეთი კამიკაძე-დრონია ჩამოგდებული.

იაცკოვკა, დონეცკის ოლქი, გათავისუფლებულია უკრაინის არმიის მიერ.

რუსი გენერალ-მაიორი ცოკოვი სვატოვოსთან დაჭრეს. ის მე-20 საერთო-საჯარისო არმიის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაურია.

ამ ომში უკრაინის დანაკარგი 9.000 სამხედრო პირს შეადგენს, – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი.

რუსულმა მედიამ უკვე გამოაქვეყნა ფსევდორეფერენდუმებზე გამოცხადების სურათი პირველი დღის შედეგების მიხედვით:

📍 “ЛНР” — 21,97%;
📍“ДНР” — 23,64%;
📍ხერსონის ოლქი — 15,31%;
📍ზაპოროჟიის ოლქი — 20,52%.

ფსევდორეფერენდუმების საპასუხოდ NATO-ს ქვეყნები გაზრდიან უკრაინის სამხედრო დახმარების მოცულობას, – ამბობს სტოლტენბერგი.

G7 ქვეყნების ლიდერთა ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არასდროს აღიარებენ ე.წ. რეფერენდუმთა შედეგებს.

უკრაინაში ირანის ელჩს აკრედიტაცია შეუწყვიტეს. ამასთან, უკრაინამ მინიმუმამდე დაიყვანა ირანის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობა კიევში.

კრემლი 300.000-ის ნაცვლად 1.200.000 ადამიანის მობილიზებას გეგმავს – წერს გამოცემა “მედუზა”. გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ ძირითადად, გაიწვევენ კაცებს სოფლებიდან და მცირე მოსახლეობის მქონე დასახლებებიდან.

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიერ შედგენილი, საომარი მოქმედებების რუკა: ლიმანისთვის ბრძოლა გღძელდება, უკრაინელებმა კი იაცკოვკა აიღეს. უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელი ოლექს გრომოვი ადასტურებს ამ ცნობებს და ამბობს ასევე, რომ რუსი ოკუპანტები ბახმუტის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამასთან, გრომოვის თქმით, ოკუპანტებმა, ბახმუტის სამხრეთით დაკარგული პოზიციები გაიუმჯობესეს.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...