მთავარისიახლეებიმსოფლიო300 000 ჯარისკაცის დამატება რუსეთის მდგომარეობას არ გააუმჯობესებს - პენტაგონი

300 000 ჯარისკაცის დამატება რუსეთის მდგომარეობას არ გააუმჯობესებს – პენტაგონი

Published on

პენტაგონის პრესსპიკერის, პეტ რაიდერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან 300 000 რეზერვისტის მობილიზებამ, შესაძლოა, მხოლოდ გააძლიეროს რუსეთის წარუმატებლობა.

“რუსულ მოდელში ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა და იძახებენ უკან დასაბრუნებლად. ჩვენი შეფასებით, რუსეთს დრო დასჭირდება ამ ძალების გაწვრთნის, მომზადებისა და აღჭურვისთვის.

თუ რუსეთს არ შეუძლია მართოს და აღჭურვოს უკრაინაში განლაგებული დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი, 300 000 ჯარისკაცის დამატება სიტუაციას არ გააუმჯობესებს.

პუტინი აკეთებს განცხადებას მობილიზაციის შესახებ, აწყობს რეფერენდუმებს დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან თავდასხმის მუქარას აჟღერებს, მაგრამ ეს არ ცვლის ოპერაციულ ფაქტებს ადგილზე, რაც არის ის, რომ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნისთვის,” – თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია. რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციები რუსეთის 40-მდე ქალაქში გაიმართა.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...