მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა გადააყენეს?

გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა გადააყენეს?

Published on

 გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალინდელ სამტავრობო სხდომაზე გააკეთებს განცხადებას მინისტრთა კაბინეტში  საკადრო ცვლილებების შესახებ . ცვლილებები, არაოფიციალური ინფორმაციით    მღებრიშვილს, ჯეჯელავას, ხეჩიკაშვილს და გიორგაძეს შეეხოთ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თანამდებობებს ტოვებენ, ხოლო  რაც შეეხება მიხეილ გიორგაძის და ტარიელ ხეჩიკაშვილს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ერთიანდება. თუმცა უცნობია დარჩებიან თუ არა მინისტრები მთავრობის გუნდში და მოხდება თუ არა მათი სხვა პოზიციაზე გადაყვანა.
 დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.
 
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ  კულტურისა და სპორტის სამინისტროების გარდა, მთავრობაში გადაწყვეტილება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების თაობაზეც მიღებულია. 
 
 ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების შერწყმის შემდეგ, გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გადაინაცვლებს.
 
რაც შეეხება ეკონომიკის მოქმედ მინისტრ გიორგი გახარიას, არაოფიციალური ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილს შეცვლის. 
 
რაც შეეხება კულტურისა და სპორტის სამინისტროებს, შერწყმის შემდეგ მინისტრის პორტფელს კვლავ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ჩაიბარებს.

 
 
 

სიახლეები

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია

"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა. გდდ-ის ხელმძღვანელს მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს...

სანქცირებულმა გომელაურმა სანქცირებული თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ...

აშშ-მა უკრაინას $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო - „ ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით...

ევროპული ახალი წელი ზუგდიდში-31 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

ამბობენ, რომ ახალი წელი ის დღეა, რომელსაც შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე და...