მთავარისიახლეებიეროვნული უსაფრთხოების საკითხია, არც საქართველომ უნდა მიიღოს ეს ადამიანები - გონჩარენკო რუსებზე

ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, არც საქართველომ უნდა მიიღოს ეს ადამიანები – გონჩარენკო რუსებზე

Published on

ნაწილობრივი მობილიზაცია ეს უბრალოდ ფორმალობაა, სინამდვილეში რუსები ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ – აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო “მთავარ არხთან” საუბარში, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

გონჩარენკო ამბობს, რომ გაქცეული რუსები არც საქართველომ უნდა მიიღოს:

“პუტინი ომს აგრძელებს და ამ მობილიზაციით ცდილობს კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელოს. მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს რომ პუტინი მარცხდება. ნაწილობრივი მობილიზაცია ეს უბრალოდ ფორმალობაა, სინამდვილეში რუსები ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ. რუსეთში პანიკაა. რუსები ყველა მიმართულებით გარბიან. მოქალაქეები ცდილობენ რუსეთიდან გაიქცნენ. მირბიან საქართველოსკენაც. ეს არის შიში, რომელიც პუტინმა დათესა. მისი გადაწყვეტილება ომს გაახანგრძლივებს, თუმცა შედეგებს ვერ შეცლის, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. ძალიან კარგად მოიქცნენ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. ამ ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტეს. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა. არც საქართველო უნდა მიიღოს ეს ადამიანები. ბოლოსდაბოლოს ეს ქვეყანა უკონტროლო ტერიტორია ხომ არ არის, სადაც ყველას შეუძლია შევიდეს. რუსები სრულ იზოლაციაში უნდა მოექცნენ და უნდა იგრძნონ იმ მონსტრის სიძლიერე, რომელიც თავად შექმნეს.” ამბობს გონჩარენკო “მთავართან”

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...