მთავარისიახლეებიმსოფლიოქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე ირანელ მაღალჩინოსანს...

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

Published on

აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა ირანელი ქალების წინააღმდეგ ძალადობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევის გამო. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო სამსახური ავრცელებს.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო ასევე ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის, სახმელეთო ძალების, ბასიჯის წინააღმდეგობის ძალების, ასევე სამართალდამცავი ძალების შვიდ მაღალჩინოსანს.

უწყების განცხადებით, ირანის მორალის პოლიცია პასუხისმგებელია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე. ახალგაზრდა ქალი გასულ კვირას ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. ის გასულ პარასკევს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალი ნაცემი იყო. ამინის მკვლელობას ირანსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...