მთავარისიახლეებისაზოგადოება11 ნოემბერი უცოლო მამაკაცების დღეა. რატომ აღარ სჭირდებათ ჩინელებს ჩოხის დაქირავება?

11 ნოემბერი უცოლო მამაკაცების დღეა. რატომ აღარ სჭირდებათ ჩინელებს ჩოხის დაქირავება?

Published on

11 ნოემბერი უცოლო მამაკაცების დღეა. ასეა ჩინეთში, საიდანაც ამ დღესასწაულმა ქვროპის ქვეყნებშიც შეაღწია, ცალკერძ იქ მოსწავლე ჩინელი სტუდენტების მეშვეობით, ცალკერძ იმის გამო, რომ ევროპაშიც ბევრი ,,მარტოგული"' მამაკაცი დადის.
 უცოლო კაცების დღის აღნიშვნა თვადაპირველად ნანკინის უნივერსიტეტებში დაწყეს, მეოცე საუკუნის 90 – იან წლებში. თარიღის შერჩევა მოხდა  ჩინური ციფრების მაგიის კარნახით – წლის მეთერთმეტე თვის მეთერთმეტე დღე ( 11.11) შედგება ოთხი ერთეულისგან, ციფრი 4 კი წარმოადგენს დაუწყვილებელი ადამიანების სიმბოლოს. ჩინელები თვლიან რომ სწორედ ეს დღეა ერთერთი ყველაზე ხელსაყრელი  დრო ახალი ნაცნობობისათვის და ურიერთობების დამყარებისთვის. 
 
 
ყველაფერი სტუდენტური  ხუმრობით დაიწყო, მაგრამ სწრაფად გავრცელდა ფართო საზოგადოებაში,  განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ სტუდენტებმა სწავლა გაასრულეს, მაგრამ მის აღნიშვნაზე არც სამასახურებში თქვეს უარი. დღეს მარტოხელა მამაკაცების დღე ძალიან პოპულარულია მოდის მიმდევარ  ახალგაზრდებში. 
 
მაგრამ 11 ნოემბერი მხოლოდ მარტოხელების დღე არ არის ჩინეთში. უკანასკნელ წლებში იგივე ციფრების მაგიის კარნახით ჩინეთის მაღაზიებმა სეილები შემოიღეს, რაც შოპინგის დღესასწაულში გადაიზარდა და გარკვეულწილად უცოლო კაცების დღესაც უკავშირდება. ვის, თუ არა უცოლო მამაკაცს სჭირდება ამ დღეს თავის მოწონება პოტენციური საცოლისათვის და მისი ,,შებმა'' კარგი ჩაცმულობით.
 
 
ასე იქცა 11 ნოემბერი ჩინეთში ამერიკული ,,შავი პარასკევის'' ანალოგიად, რაც სრულიადაც არ არის გასაკვირი, რადგან ამ დღეს ტრადიციული დისქაუნთების გარდა შეიძლება წარმოუდგენელი წინადადებებიც შეიძლება მიიღო. ამ დღეს , მაგალიტად, შეიზლება სადმე, რომელიმე მარაზიაში 1 იუანად შემოგთავაზონ ბოთლი ჩინური არაყი ,,მაოტაი'', რომელიც სხვა ჩვეუებრივ დღეებში 2000 იუანი ( დაახლოებით 300 ამერიკული დოლარი) ღირს. მაგრამ ესყველაფერი არ არის; ჩინურმა კომპანიებმა 11 ნოემბრის გაყიდვები   ინტერნეტქსელშიც გადაიტანეს, მათ მხარი აუბეს ისეთმა ცნობილმა  ევროპულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, როგორიცაა Procter & Gamble, Adidas, Nike, Unilever და ბევრი სხვა რომელინიც ჩინურ ინტერნეტში თავიანთი ბრენდების დიდი ფასდაკლებით გაყიდვას ახორციელებენ. 
 
ამრიგად 11 ნოემბერი ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთაც დიდი მოლოდინების დღეა:  გულისსწორორის პოვნის მოლოდინისა და დიდი ხნის ნანატრი და მიუწვდომელი კოსტიუმის შეძენის შესაძლებლობისა. ჩოხის დაქირავება ჩინელ ბიჭებს სატრფოს    ხელის სათხოვნელად  აღარ სჭირდებათ. პირდაპირ  შეიძენენ მასაც და ქალის გულსაც. 
 
 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...