მთავარისიახლეებისაქართველოს მხრიდან სამხედრო კონფლიქტის ალბათობა, საკმაოდ მაღალია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო

საქართველოს მხრიდან სამხედრო კონფლიქტის ალბათობა, საკმაოდ მაღალია – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტირი, ინალ არძინბა ამბობს, საქართველოს მხრიდან სამხედრო კონფლიქტის ალბათობა, საკმაოდ მაღალია. ეს განცხადება მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება გაიხსენა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

“მაშინ მან თქვა, რომ რეფერენდუმი არ იქნება. განცხადებები ერთია, საქმეები სხვა. საქმე ისაა, რომ იზრდება კონტრაქტები საბრძოლო დაზვერვის დრონების მიწოდებაზე, მუდმივი წვრთნები ნატოსთან, მზარდი კონსულტაციები, წელიწადში 300 მილიონი დოლარი და ა.შ.” – თქვა არძინბამ.

სოხუმის რეჟიმი დღეს ე.წ.უშიშროების საბჭო სხდომას გამართავს, სადაც როგორც დაანონსებულია რეგიონში შექმნილ სახიფათო ვითარებას განიხილვავენ.

“დღის წესრიგში დგას დამატებითი ღონისძიებების შემუშავება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა “ნაწილობრივი მობილიზაცია” გუშინ გამოაცხადა.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...