მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე პროფანირებული აზდაკის როლში: ვისია პრეზიდენტი მარგველაშვილი?

ირაკლი კობახიძე პროფანირებული აზდაკის როლში: ვისია პრეზიდენტი მარგველაშვილი?

Published on

საქართველოს პრეზიდენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარეს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 
 
მისი თქმით, პრეზიდენტი ვერ ასრულებს მთავარ ფუნქციას და არ არის ნეიტრალური არბიტრი, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომავალი პრეზიდენტი ასეთი არ უნდა იყოს. 
 
„მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება, თუმცა, რეალურად ყველანი ვხედავთ, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ოპოზიციონერი პრეზიდენტი. მარგველაშვილი არის ხელისუფლების ოპოზიციაში. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ ის არ უნდა იყოს არც პოზიცია და არც ოპოზიცია. პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, თუმცა, დღეს ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არ არის ნეიტრალური, ის არის ოპოზიციის მხარეს, თვითონ არის ოპოზიციაში. გიორგი მარგველაშვილი არის სამი ოპოზიციური პარტიის მხარეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარეს, ბუნებრივია, სხვაგვარი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ შემდეგ არჩევნებზე. კრიტიკა არის მისაღები, არბიტრიც სწორედ ამას გულისხმობს, მაგრამ ის არ უნდა პოზიციონირებდეს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....