მთავარისიახლეებიროგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. 24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლი 24-25 სექტემბერს +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25 სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ქ. თბილისში 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24-25 სექტემბერს დედაქალაქშიც აგრილდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს დღისით +21, +23 გრადუსამდე დაიკლებს.

სიახლეები

სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს- ინფორმაციას BMG...

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი...

გორში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის...

როგორ აბრუნებს “ქართული ოცნება” გაუქმებულ კორუფციულ სქემას – TI-ის ანგარიში

"ქართული ოცნება" სახელმწიფო უწყებებში „დამატებითი ანაზღაურებების“ სქემის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -...