თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები საყოფაცხოვრებო პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. უბანში, სადაც 10 კორპუსში, 320 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყალი 4 დღეა არ მიეწოდებათ.მოუწესრიგებელია საკანალიზაციო მილები.4 დღეა დევნილები სასმელ წყალს მეზობელი ქუჩიდან ეზიდებიან, ამხნის მანძილზე კი მათთან,როგორც ამბობენ, პრობლემის მოსაგვარებლად არავინ მისულა.“ოდიში“ აჭარისადასამეგრელო-ზემოსვანეთისდევნილთასამმართველოს უფროსს მანუჩარჩილაჩავას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ პრობლემის შესახებ ის საქმის კურსშია და წყლის მიწოდება დევნილებს საღამოს საათებში აღუდგება.თუმცა, აქ მისულებს სხვა უამრავი პრობლემა დაგვხდა,ახალშესახლებულებს კედლები თავზე ენგრევათ,ბათქაში ცვივა და იბზარება,ჭერიდან წყალი ჟონავს. რამდენიმე კორპუსში გაზის გამათბობელი იმდენად ძველი და ჟანგიანია, რომ ფაქტიურად მისი გამოყენება შეუძლებელია. როგორც დევნილები ამბობენ, თავიანთი პრობლემების შესახებ არაერთხელ მიმართეს მინისტრსაც, თუმცა უშედეგოდ.აქ ჩასახლებულები აცხადებენ,რომ ბინები უხარისხოდ და ნაჩქარევადაა აშენებული და სულ ცოტა ხანში მათ ღია ცის ქვეშ დარჩენა მოუწევთ.ცნობისათვის, თაბუკაშვილის ქუჩაზე 320 დევნილ ოჯახს ბინა 2015 წლის მარტში ლტოლვლთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საზეიმო ვითარებაში გადასცა.
მთავარისიახლეებისაზოგადოებათაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო არიან.(VIDEO)
თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო არიან.(VIDEO)
სიახლეები
სიახლეები
TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...
სიახლეები
გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...
სიახლეები
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...
სიახლეები
პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს
საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...