მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,თავისუფლებისათვის მებრძოლი აფხაზი გმირების'' მემორიალი შოტლანდიაში

,,თავისუფლებისათვის მებრძოლი აფხაზი გმირების” მემორიალი შოტლანდიაში

Published on

შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში ე.წ. აფხაზურ-ქართულ კონფლიქტში დაღუპული აფხაზთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟი მოხდება.
 
აფხაზური მედიის ცნობით, ეს მემორიალი 12 წლის წინ გაიხსნა, როგორც სოხუმთან დაძმობილებული ქალაქის კილნმარნოკის მიერ მიგებული პატივი აფხაზი ხალხის ბრძოლისადმი თავისუფლებისათვის
 
 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი ადასტურებს, რომ მემორიალის დემონტაჯიუახლოეს ხანებში მოხდება. 
 
 საერთოდ საქართველოს საელჩოს და ზოგადად ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ყველა საშუალების გამოყენება, რათა დაუპირიპირდეს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, პროპაგანდა გაუწიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობას. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით გამოყენებულია მრავალი საშუალება, ეს იქნება სიმბოლიკების გამოყენება, სტატიების გამოქვეყნება, კერძო კომპანიების თანამშრომლობა, სავაჭრო-სამრეწველო პალატების თანამშრომლობა და ა.შ. ჩვენი ამოცაანაა, აღმოვაჩინოთ ასეთი შემთხვევები და გავანეიტრალოთ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით, აქტიური დიალოგით ყველა მხარესთან, განვმარტოთ, იმიტომ, რომ ხშირად ინფორმაცის ნაკლებობაა ხოლმე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ამ მიმართულებით ბრიტანელი პარტნიორები ტრადიციულად ძალიან აქტიურად გვიჭერენ მხარს და ეს გამოიხატება ჩვენი თანამშრომლობით როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მივიღეთ ლონდონიდან, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროდან და ასევე, შოტლანდიაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან. პირველ რიგში ჩვენ განვუმარტეთ სიტუაცია (ისტორიული ექსკურსიც საჭირო გახდა) და რუსეთის ოკუპაციის შემდეგ ადგილზე არსებული მდგომარეობა.
 
ერთი თვის წინ იყო ჩემი ვიზიტი შოტლანდიაში, სადაც შეხვედრები გვქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პარლამენტში და სხვა თემებთან ერთად ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ. ჩვენ მივიღეთ შეპირება, რომ შოტლანდიის ხელისუფლება დაელაპარაკებოდა ადგილობრივ მთავრობას ქალაქ კილნმარნოკში, განუმარტავდა სიტუაციას. მათ სრულად მიიღეს ინფორმაცია, გაიზიარეს ის მიდგომა, რაც ზოგადად აქვს ბრიტანულ სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და ადგილობრივმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება ამ მონუმენტის დემონტაჟის შესახებ. ეს არის ნამდვილად კარგი შედეგი. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საშუალება, რომ ნდობის და თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც გაგვაჩნია ჩვენს პარტნიორებთან, ასეთი ფაქტები აღმოვაჩინოთ და გავანეიტრალოთ“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
 
ელჩის თქმით, აღნიშნული მემორიალი სავარაუდოდ, 1993-1996 წლების პერიოდში არის აღმართული – ზუსტი თარიღს ქალაქ კილნმარნოკის ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ ასახელებენ, ვინაიდან ამ პერიოდში ადგილობრივი მმართველი საბჭოს წარმომადგენლები შეიცვალნენ. თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია თითქოს კილნმარნოკი სოხუმთან დაძმობილებული ქალაქი იყო, თუმცა როგორც ზემოთმოყვანილი და სხვა აფხაზური ცნობები ადასტურებს დაძმობილება ნამდვილად მოხდა. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...