მთავარისიახლეებიმსოფლიორა ხდებოდა ღამის განმავლობაში უკრაინაში - რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის

რა ხდებოდა ღამის განმავლობაში უკრაინაში – რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის

Published on

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა 3 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე 90-ზე მეტი დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დღეს დილით მოწინააღმდეგემ კიდევ სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია რუსული არმიის თავდასხმები ნიკოლაევკა ვტარაიას, ვესიოლაია დოლინასა და ბახმუტის დასახლებებში.

უკრაინის ავიაციამ 21 დარტყმა მიაყენა მტერს – დადასტურდა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემის 5 პოზიციის განადგურება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 14-ზე მეტ სამიზნეზე სარაკეტო და საარტილერიო იერიში მიიტანეს.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...