მთავარისიახლეებიმსოფლიოსად რა ხდებოდა უკრაინაში - რა უნდა ვიცოდეთ 18 სექტემბრის დილას

სად რა ხდებოდა უკრაინაში – რა უნდა ვიცოდეთ 18 სექტემბრის დილას

Published on

უკრაინის სამხრეთის ფრონტზე შეიარაღებულმა ძალებმა მტრის პოზიციებზე 5 დარტყმა განახორციელეს.

მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის განცხადებით, აფეთქების ხმები ისმოდა მოლოჩნი ლიმანის დასახლება ბოგატირში, სადაც ოკუპანტებმა თავიანთი შენაერთების ნაწილი გადაიყვანეს და სამხედრო ბაზა შექმნეს.

დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია საბრძოლო მასალების ორი საწყობი და 4 რუსული სამხედრო ბაზა.

ხერსონის ოლქში, თბილისის დროით, დაახლოებით 00:30-ზე, უკრაინელებმა მეორე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს (პირველი დაახლოებით 18:00, თბ.დრ.)

ასევე სამხრეთის ფრონტზე, უკრაინელებმა კიდევ ერთი ბარჟა გაანადგურეს, რომლითაც ოკუპანტები საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის გადატანას ცდილობდნენ. დადასტურებულია 62 ოკუპანტის სიკვდილი და 5 ერთეული ჯავშანტექნიკის ჩაძირვა, – იტყობინება “სამხრეთის” სარდლობა.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...