საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბორელის თქმით, ევროკავშირი მკაცრად გმობს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სისასტიკეს. როგორც ის აღნიშნავს, მომხდარზე პასუხისმგებელი ყველა პირი, შესაბამისად დაისჯება.
“ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია, რუსული არმიისგან ახლახან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში, უკრაინის ხელისუფლების მიერ, აღმოჩენილი მასობრივი საფლავებით, სადაც 440-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს.
რუსეთის აგრესიული ომი სისხლისა და ნგრევის კვალს მთელ უკრაინაში ტოვებს. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე უკვე მოკლეს, კიდევ უფრო მეტი აწამეს, შეავიწროეს, სექსუალურად იძალადეს, გაიტაცეს ან იძულებით გადაასახლეს. რუსი სამხედროების ეს არაჰუმანური ქცევა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების სრული უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა ის პირი, ვინც უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებში მონაწილეობს, პასუხისგებაში მიეცემიან. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდება”, – წერს ბორელი.