მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასაპარლამენტო ოპოზიციაში საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატის დასახელებას არ გამორიცხავენ

არასაპარლამენტო ოპოზიციაში საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატის დასახელებას არ გამორიცხავენ

Published on

„მე პრეზიდენტობის სურვილი კი არ მაქვს, მე მაქვს საქმის კეთების სურვილი და ვიცი, რომ ჩემზე უკეთესად ამას, პრინციპში, ნაკლებად თუ ვინმე გააკეთებს,“ – ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.ნინო ბურჯანაძემ არ გამორიცხა, რომ არასაპარალამენტო ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატის შესახებაც იმსჯელოს.„ეს ალბათ, ვერ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი, მაგრამ შეიძლება ასეთი კონსულტაციებიც გაიმართოს. ჩემთვის მთავარია არა თანამდებობა, არამედ ის, რომ მე ვიყო დარწმუნებული, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ქვეყანა გამოვა იმ ჭაობიდან და ჩიხიდან, რომელშიც ახლა არის,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.არასაპარლამენტო ოპოზიციაში უკვე ალაპარაკდნენ ერთიან კანდიდატზე, რომელმაც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, ოპოზიციის სახელით იბრძოლოს. "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ის მზადაა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. „მე 25 წელია, მზად ვარ ვიბრძოლო პრეზიდენტობისთვის. ამისთვისაც ვიბრძვი. მაგრამ მებრძოლს სჭირდება კარგი თანამებრძოლები, ამ შემთხვევაში, ამომრჩევლის სახით. მე არ ვიცი ახლა რამდენად, ამომრჩეველი მიაფურთხებს 15 ლარს და ხმას მისცემს საკუთარი სინდისის კარნახით,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...