მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ 16 სექტემბრის დილას - ამბები უკრაინიდან

რა უნდა ვიცოდეთ 16 სექტემბრის დილას – ამბები უკრაინიდან

Published on

დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა საბრძოლო მასალების 5 საწყობი, 2 სამხედრო ბაზა და 1 შტაბი გაანადგურეს.

აშშ-ის ომის შემსაწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების თანახმად, უკრაინის არმია წინ მიიწევს ხარკოვის ოლქში, მდინარე ოსკოლის გასწვრივ და ამაგრებს პოზიციებს სოფელ გრიანკოავკასთან, Р79 გზატკეცილთან ახლოს.

უკრაინის არმიამ შეძლო რუსი სამხედროების განდევნა სევერსკი დონეცის დასახლებულ პუნქტებთან სოსნოვოე და სტუდენოკი.

ექსპერტების თქმით, რუსი სამხედროების პოზიციები, სავარაუდოდ, ოდნავ მოშორებით, მდინარიდან აღმოსავლეთითაა, ხოლო მათი ფრონტის ხაზი სუსტია.

აფეთქებები ისმოდა ხარკოვსა და დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში. ინფორმაცია “მოფრენებზე” დაადასტურეს ხარკოვისა და მელიტოპოლის მერებმა.

უკრაინის არმია პოზიციებს ამაგრებს და ახალი შეტევისსთვის ემზადება. შენარჩუნებულია ოპერატიული სიჩუმე.

ამის მიუხედავად, დილის ცნობების თანახმად, დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა საბრძოლო მასალების 5 საწყობი, 2 სამხედრო ბაზა და 1 შტაბი გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ დასახლებებში აღმოჩენილია ომის დანაშაულის შემთხვევები, ბალაკლეაში კი ოკუპანტებს საწამებელი ზონა ჰქონდათ მოწყობილი.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რომ იმ დროისთვის, როცა რუსეთს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე სრულად ამოეწურება მომარაგების საშუალება, უკრაინა შეძლებს დაიბრუნოს ხერსონი. მისი თქმით, ეს ოქტომბრის ბოლომდე მოხდება.

 რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი მსჯავრდებულები მიჰყავთ ბატალიონის ფორმირებისთვის, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ბაზაზე შეიქმნება და უკრაინაში საომრად გაიგზავნება. აქვე აღნიშნულია, რომ “ვაგნერში” მიიღეს მსჯავრდებული, რომელსაც კანიბალიზმის ბრალდება დაუმტკიცეს. შეგახსენებთ, რომ ომში წაასხეს მსჯავრდებულები, მინიმუმ, რუსეთის 27 რეგიონიდან.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...