პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძე ზუგდიდში ობიექტების უკანონოდ მშენებლობის თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ერთ კონკრეტულ ობიექტზეა საუბარი, კერძოდ, თხილის ქარხანაძ, რომელიც წითლიძის თქმით, ეკუთვნის მინდია საბანაძეს, რომელიც „ოცნების“ შემომწირველი და მასთან დაახლოებული პირია. „ოდიშინიუსი“ წითლიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობტ:
„როგორ ხდება რომ ზუგდიდის საკრებულოში მერამდენედ შემოდის უკვე აშენებული ობიექტებისთვის ნებართვის თხოვნა, მაშინ როდესაც მშენებლობის დაწყებამდე უნდა ჰქონდეთ ნებართვა მშენებლობაზე საკრებულოსგან?
როგორ ხდება რომ უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შენდება ობიექტები და ამას არავინ იმჩნევს? არც პროკურატურა, არც სუსი?
ასეთი ბევრია და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე მოვყვები, რომელსაც აუცილებლად პროკურატურაში შევიტან.
უცებ აღმოჩნდა რომ ორი წელია ზუგდიდში, იქ სადაც მშენებლობა არ შეიძლება აშენდა თხილის ქარხანა რომლის მესაკუთრეც არის მინდია საბანაძე, ყველასთვის ცნობილი ქართული ოცნების შემომწირველი და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანი. 25 მლნ ინვესტიცია განხორციელდა ისე რომ ნებართვა მშენებლობაზე არ ჰქონდათ და არც ჩათვალეს საჭიროდ, ან უბრალოდ ატკატით მოაგვარეს ოცნებასთან მაგრამ ვერ გაითვალისწინეს რომ ოცნება საკრებულოში ოპოზიცია იქნებოდა.
ჩემი ინფორმაციით და ეს ყველამ იცის ზუგდიდში თხილის ქარხნის მშენებლობას უშუალოდ ლობირებს ეკონომიკის მინისტრის დავითაშვილის ძმა, რომელიც სავარუდოდ ამ ბიზნესის წილშია. ამიტომაც ჰქონდათ გარანტია რომ უკანონო მშენებლობა “გაუპრავდებათ”
ამავე თხილის ქარხნის მეპატრონეები არიან თხილის ასოციაციის წარმომადგენლები რეგიონში. ანუ გლეხს თხილს 4 ლარად აბარებინებენ თვითონ ბიზნესებს იწყობენ. (და ყველა ეს ადამიანი საარჩევნოდ მოსახლეობის ტერორში უშუალოდ ჩართულია)
ახლა საკრებულოსგან ითხოვენ ნებართვას უკვე აშენებულზე (მიწის კოეფიციენტის შეცვლას) ანუ უკანონო მშენებლობა კი არის, ავაშენეთ მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე გაყენებთ.
ანუ მე ან ნებისმიერმა მოქალაქემ რომ აიღოს ბანკის სესხი უკანონო მშენებლობა დავიწყო ზუგდიდში, ამაშენებინებენ რამეს? და ნებართვას არ მომთხოვენ?
სად მიდის ეს ფული?
რა თქმა უნდა არა ზუგდიდელების ჯიბეში ან ზუგდიდის ბიუჯეტში არამედ საბანაძის და დავითაშვილის ძმის კიდევ უფრო გასამდიდრებლად და კიდევ იმაში რომ ამ “ნებართვის მისაღებად” ვიღაცამ ატკატი ქართული ოცნებიდან აიღო ზუგდიდში.
ეს არის რიგით მერამდენე შემთხვევა უკანონო მშენებლობის, ნებართვებს აშენების შემდეგ რომ ითხოვენ ვინ იცის. ანუ ოცნებას ბიზნესის ხელშეწყობა ასე ესმის მასთან დაკავშირებულ ბიზნეს პარტნიორს ატკატი გამოართვან, უკანონო მშენებლობა დააწყებინონ და მერე საკრებულოთი “გაუპრავონ”. (ჩვენი მიმართვის შემდეგ დააჯარიმეს სასაცილო თანხით რომლის გადახდაც ასჯერ რომ დააჯარიმონ მაინც უღირთ მეპატრონეებს, 3000 ლარს გადაიხდიან რა პრობლემაა, მილიონობით მოგება აქვთ)
საკრებულოს აქვს ორი ვარიანტი:
ან პროკურატურას მიმართოს ამ და სხვა უკანონო მშენებლობებზე და გამოძიების დაწყება მოითხოვოს, რადგან არსებობს ლეგიტიმური ეჭვი კორუფციაზე.
ან social responsibility – ფარგლებში ბატონმა საბანაძემ რომელსაც ზუგდიდელების ხარჯზე კიდევ უკანონო ფულის კეთება უნდა – ერთი კარგი საქმე მაინც გაუკეთოს ქალაქს და რომელიმე ერთი სფერო დააფინანსოს. მაგალითად ზუგდიდის ბიბლიოთეკას სჭირდება აღჭურვა ან ახალგაზრდებს რომ არაფერი არა აქვთ ქალაქში, მათთვის რაღაც სივრცე შექმნას. ან ძაღლების თავშესაფარი რომ არ არის ქალაქში და მოუგვარებელი პრობლემა არის დღესაც მაგას მიხედონ. ოცნებას რომ ატკატი მისცა უკანონო მშენებლობის გაპრავებისთვის ეგ ზუგდიდელებისთვის ვერაფერი ბედენაა.
მე არ ვიცი რას იზამს ზუგდიდის საკრებულო მაგრამ მე ვიცი რომ პროკურატურას მივმართავ ამ და ყველა სხვა უკანონო მშენებლობებზე. ბიზნესი ასე არ კეთდება მეგობრებო, ეს ბიზნესი კი არა ზუგდიდელების რეკეტია.
საქართველოს პროკურატურა – მზად ვარ ქართული ოცნებიდან ის პირი დაგისახელოთ ვისაც როგორც მეპატრონეები ამბობენ ატკატი მისცეს ნებართვის მისაღებად, ოღონდ ვერ გაითვალისწინეს რომ ოპოზიციაში აღმოჩნდებოდნენ.“ – წერს წითლიძე