მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა

Published on

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაიძაბა. რამდენიმე საათიანი პაუზის შემდეგ, დილიდან სროლები განახლდა. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატები, არტილერია და ნაღმმტყორცნები გამოიყენა. ოფიციალური ბაქო კი აცხადებს რომ სომხეთი აზერბაიჯანის პოზიციებზე ლაჩინისა და კელბაჯარის რაიონებში საარტილერიო დარტყმებს განაგრძობს და დაღუპულია 50 აზერბაიჯანელი სამხედრო. 49 სომეხი ჯარისკაცის გარდაცვალებაზე საუბრობს ერევანიც.
გამწვავებული ვითარების ფონზე ბაქოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ელოდებიან. ტოივო კლაარი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ესკალაციის საკითხზე შეხვედრებს გამართავს.

ვითარებას გამოეხმაურა თეთრი სახლი. სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, აშშ ღრმად არის შეშფოთებული აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით და მოუწოდებს ორივე ქვეყნის მთავრობებს აღადგინონ პირდაპირი კომუნიკაციები დიპლომატიური და სამხედრო არხებით.

გარდა ამისა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია [ОДКБ] სომხეთში სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის.

შექმნილი ვითარების ფონზე კი სომხეთში პრემიერ ფაშინიანის წინააღმდეგ გამოსვლები გაიმართა. სომხეთის პარლამენტთან მისი გადადგომა მოითხოვეს.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...