მთავარისიახლეებიპოლიტიკამხოლოდ ხერსონის მხარეს გათავისუფლებული ტერიტორია უდრის 7X ქუთაისის ფართობს -დეტალები

მხოლოდ ხერსონის მხარეს გათავისუფლებული ტერიტორია უდრის 7X ქუთაისის ფართობს -დეტალები

Published on

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, ყველამ გავიგეთ, რომ ქვეყანამ, მხოლოდ სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე, 6.000 კვადრატული კილომეტრი ფართობი გაათავისუფლა, თუმცა, ბევრს ამ ტერიტორიის სიდიდის რეალურად წარმოდგენა უჭირს, ამიტომაც გთავაზობთ, ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის პარალელურად, გათავისუფლებული ფართობი, ერთგავარად, საქართველოს “დავატოლოთ”, რათა უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას უკრაინის წარმატებაზე. 

მაშ ასე, მნიშვნელოვანი დეტალი: ოკუპირებული აფხაზეთის მთლიანი ფართობი დაახლოებით 8.600 კვადრატული კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს გაუთავისუფლებიათ აფხაზეთისხელა ტერიტორია, თუ მას “გამოვაკლებთ” გაგრასა და ბიჭვინთას. 

როგორც ზემოთ ითქვა, უკრაინის წარმატება არ განსაზღვრულა მხოლოდ აღმოსავლეთის ფრონტზე ტერიტორიების გათავისუფლებით – წარმატებებია ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც:

„1-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ხერსონის ოლქში უკრაინის არმიამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს პოზიციებიდან 12 კმ-ით უკან დაახევინა, რის ფონზეც გათავისუფლდა 500 კვადრატულ კმ-ზე მეტი ტერიტორია- დეოკუპირებულია 13 დასახლება“ – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის არმიის გენერალ-მაიორი, დმიტრი მარჩენკო.

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ორი კვირის განმავლობაში ხერსონის ოლქში განადგურებულია 1800-ზე მეტი რუსი სამხედრო, 2 საბრძოლო თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი, აგრეთვე განადგურდა 120 ტანკი, 130-მდე საარტილერიო სისტემა და 20 ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი.

მარჩენკომ აღნიშნა აგრეთვე, რომ დასავლეთისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ მიწოდებული თანამედროვე იარაღის წყალობით განადგურებულია რუსებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდები, 150 სამეთაურო პუნქტი და 70-მდე სამხედრო ბაზა, სადაც საბრძოლო მასალის საწყობებია განთავსებული.

უფრო კარგად აღქმისთვის – 500 კვ.კმ აერთიანებს ტერიტორიის სივრცეს, სადაც ვირტუალურ რეალობაში “ჩაეტეოდა” ქუთაისის ზომის 7 ქალაქი.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...