მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის უარი სომხეთს, აზერბაიჯანის კონფლიქტში სამხედრო ძალით ჩარევაზე

რუსეთის უარი სომხეთს, აზერბაიჯანის კონფლიქტში სამხედრო ძალით ჩარევაზე

Published on

კონფლიქტის ზონაში ძალის გამოყენებას მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ – აცხადებენ ,,კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში”, რომელშიც ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სომხეთი, ბელორუსი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, არიან გაერთიანებული და სადაც დომინანტურ როლს რუსეთი ასრულებს.

ინფორმაციას ყაზახური სააგენტო Informburo.kz ავრცელებს.

ვთვლით, რომ შეიარაღებული ძალების შეყვანა აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის ზონაში მიზანშეუწონელია, დაძაბულობის განსამუხტად უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკურ-დიპლომატიური გზები, მეთოდები და ის შეთანხმება, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის 2020 წლის 9 ნომებერს, ასევე, 2021 წლის 26 ნოემბერს დაიდო – ნათქვამია ,,კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 სექტემბრის ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა შეიარაღებული შეტაკება, სადაც მონაწილეობა მიიღეს უპილოტო საფრენმა საშუალებებმა და მძიმე შეიარაღებამ.

ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს ჰქონდა მცდელობა, დაეწყო შეტევა და დაეცხრილა სომხეთის ტერიტორია.

ერევანის ბრალდებას არ უარყოფს აზერბაიჯანი, რომელიც აცხადებს, რომ ეს იყო რეაქცია სომხეთის დივერსიულ ქმედებებზე.

ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ დაღუპულია მათი 49 სამხედრო პირი.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...