მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიოში ტერორის ყველაზე დიდი წყარო რუსეთია -ზელენსკი

მსოფლიოში ტერორის ყველაზე დიდი წყარო რუსეთია -ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში ტერორის ყველაზე დიდი წყარო რუსეთია.

“რატომ შეუძლია მსოფლიოში ტერორის ყველაზე დიდ წყაროს – რუსეთს, ჯერ კიდევ აწარმოოს ომი? და რატომ შეუძლია ომის წარმოება ასეთი სასტიკი და ცინიკური გზით? არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი – არასაკმარისი ზეწოლა რუსეთზე. ამ სახელმწიფოს ტერორზე არ არის საკმარისი რეაგირება.

უბრალოდ შეხედეთ, რუსეთი რის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? ისტორიაში არც ერთ სხვა ტერორისტს არ გაუკეთებია ამდენი რამ ერთდროულად. რადიაციული ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სადაც ექვსი ენერგობლოკია. მხოლოდ რუსული ჯარების ყოფნამ სადგურზე, მხოლოდ რუსეთის მუდმივმა პროვოკაციებმა და სადგურის ტერიტორიის დაბომბვამ დააყენა უკრაინა და მთელი ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ენერგორესურსებზე – ელექტროენერგიაზე, ფასების მატების გამო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაცხოვრებლები იტანჯებიან. მისი თქმით, რუსეთი ამას მიზანმიმართულად აკეთებს.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...