მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინამ უკვე 6.000 კვ. კმ-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა - წინსვლა გრძელდება

უკრაინამ უკვე 6.000 კვ. კმ-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა – წინსვლა გრძელდება

Published on

1-დან 12 სექტემბრამდე, უკრაინის არმიამ უკვე მოახერხა 6.000 კვ. კმ ფართობიდან ოკუპანტთა განდევნა, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა. 

გათავისუფლებული ტერიტორიის ფართობი ყოველდღიურად იზრდება – ჯერ კიდევ გუშინ, საუბარი იყო 3-დან 4.000 კვ. კმ. ტერიტორიაზე, თუმცა მონაცემები სწრაფად შეიცვალა, რაც იმითაა განპირობებული, რომ “მსოფლიოს მეორე არმია” ჯერაც ვერ მოსულა აზრზე იმ შოკის შემდეგ, რაც განიცადა ხარკოვიდან განდევნის შემდეგ. 

თვალი გადავავლოთ 11-12 სექტემბერს უკრაინის არმიის მიერ, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გათავისუფლებული დასახლებული პუნქტების სიას:

🔻 სტრილეჩა, ხარკოვის ოლქი,
🔻 ბოგოროდიჩნოე, დონეცკის ოლქი,
🔻 ტერნოვო, ხარკოვის ოლქი,
🔻 ვისოკოპოლიე, ხერსონის ოლქი
🔻 ნოვოვოზნესენკოე, ხერსონის ოლქი,
🔻 ბელოგორკა, ხერსონის ოლქი,
🔻 მიროლუბოვკა, ხერსონის ოლქი,
🔻 სუხოი სტავოკი, ხერსონის ოლქი.

შეგახსენებთ, ხერსონის ოლქში, მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, 500 კვ,კმ ტერიტორიაა გათავისუფლებული, ხოლო საერთო ჯამში, ხერსონისა და ხარკოვის, დონეცკის ოლქებში, როგორც ანა მალიარი აღნიშნავს, გათავისუფლებული ტერიტორიის ფართობი 6.000 კვ. კილომეტრია.

 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...