მთავარისიახლეებიმსოფლიოკადიროვი: "დიდი მეომრები" უკრაინაში, წინახაზზე ბრუნდებიან..."

კადიროვი: “დიდი მეომრები” უკრაინაში, წინახაზზე ბრუნდებიან…”

Published on

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინაში, წინახაზზე ბრუნდებიან ჩეჩენი მებრძოლები, უფრო სწორად, მათი ის ნაწილი, რომლებსაც თავად კადიროვი “დიდ მეომრებს” უწოდებს. 

როგორც აღმოჩნდა, ვლ. პუტინის უსიტყვო მარიონეტს მხედველობაში ჰქონდა ადამ დელიმხანოვი (სახელმწიფო დუმის დეპუტატი) და მისი რაზმი – შეგახსენებთ, დელიმხანოვი დაჭრილი იყო და მარიუპოლისთვის ბრძოლების დროს კლინიკაშიც მოხვდა. 

მაგრამ რამზან კადიროვი წერს, რომ “დიდი მეომრები” დამსახურებულ შვებულებაში იყვნენ და ახლა დაბრუნდნენ:

“მარიუპოლის, ლისიჩანსკის, პოპასნოესა და სხვა ქალაქების გათავისუფლების შემდეგ ისინი ვლადიმირ ვლადიმირის ძემ დამსახურებულ შვებულებაში გაგზავნა, ახლა კი ახალი ძალით ჩაერთვებიან წინახაზზე ბრძოლებში”, – ამბობს კადიროვი.

მან გამომწერებს მოუწოდა, მოთმინება მოირიბონ და დაელოდონ ახალ ამბებს უკრაინის ფრონტიდან, რომელთაც ჩეჩენი მებრძოლებისგან მიიღებენ. 

ვიდეოში, რომელიც კადიროვმა გამოაქვეყნა, დელიმხანოვი ამბობს, რომ ხერსონის, ზაპოროჟიის ოლქებში და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში ამჟამად 10.000-მდე ჩეჩენი ბოევიკია. 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...