დღეიდან, რუსეთის მოქალაქეები EU-სთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ სარგებლობენ

0
249

დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სრულად შეჩერებულია რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო და სწორედ 12 სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

შესაბამისად, ამიერიდან სავიზო კოდექსის ზოგადი წესები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზეც გავრცელდება.

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ნიშნავს:

ვიზის მოსაკრებლის გაზრდა 35-დან 80 ევრომდე,
დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდების საჭიროება,
ვიზის დამუშავების დროის გაზრდა,
მრავალჯერადი ვიზების გაცემის წესების გამკაცრება.

წინა სტატია“პირობას გაძლევთ, ისინი გაიქცევიან” – რეზნიკოვი ოკუპანტებზე
შემდეგი სტატიაროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 13-14 სექტემბერს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური