მთავარისიახლეებიმსოფლიოსად რა ხდება - რა უნდა ვიცოდეთ 12 სექტემბრის დილას უკრაინაზე

სად რა ხდება – რა უნდა ვიცოდეთ 12 სექტემბრის დილას უკრაინაზე

Published on

უკრაინის არმიის წინსვლა სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებზე ისევ გრძელდება, თუმცა, მასშტაბები ისეთი არ არის, როგორიც ბლიცკრიგის პირველ დღეებში: ეს იმით აიხსნება, რომ მიმდინარეობს უკვე დაბრუნებული ტერიტორიის კონტროლის სამუშაოები, ასევე მოქმედებები დეოკუპირებული მიწების შესანარჩუნებლად. 

ამ დროისთვის სიტუაცია უკრაინასთან მიმართებაში, შეგვიძლია ჩამოვწეროთ მთავარი ამბებისა და თეზისების სახით, რაც საბოლოოდ, ასეთ სახეს მიიღებს:

რუსეთის პრეზიდენტისა და რუსული გენერალიტეტის გადაწყვეტილებით, ხარკოვის ოლქში 18 წლის, წვევამდელი ასაკის ჯარისკაცები უნდა გადაისროლონ.

უკრაინელები სრულად აკონტროლებენ ხარკოვის ოლქის დასახლება გოპტოვკას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბელგოროდამდე (საზღვრამდე) სულ რამდენიმე კილომეტრია დარჩენილი.

შავ ზღვაში რუსეთმა 4 დიდი სადესანტო ხომალდის აქტივირება დაიწყო, – “სამხრეთის” გაერთიანებული სარდლობა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკაში მტრის საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს.

უკრაინის კონრტშეტევა იმის მიმანიშნებელია, რომ რუსეთზე გამარჯვება შესაძლებელია, – რეზნიკოვი.

ავსტრიულ Bushmaster-ებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მდინარე ოსკოლზე გავედით, – რეზნიკოვი.

ჩვენ გავაძლიერებთ პარტიზანულ მოძრაობას, ეს ოკუპანტთან ბრძოლის ეფექტური მეთოდია, – დაზვერვის წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი.

მსოფლიო აღტაცებულია, მტერი – პანიკაში, – ზელენსკი ომის 200 დღეზე.

დნეპროპეტროვსკის ოლქში, დაბომბვის დროს, ერთი ადამიანი დააიღუპა, ორი კი დაიჭრა.

ხარკოვში მტერმა საცხოვრებელი კორპუსიც დაბომბა, არიან დაჭრილები.

პუტინმა “გამოსავალი” იპოვა: ხარკოვის ოლქში 18 წლის წვევამდელები გადაისროლეს

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...