მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინმა "გამოსავალი" იპოვა: ხარკოვის ოლქში 18 წლის წვევამდელები გადაისროლეს

პუტინმა “გამოსავალი” იპოვა: ხარკოვის ოლქში 18 წლის წვევამდელები გადაისროლეს

Published on

ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის წარმატებული გარღვევის შემდეგ რუსი გენერლები და სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირები იძულებულნი გახდნენ, სასწრაფოდ დაეფარათ ფრონტის ხაზზე არსებული კურიოზული სურათი, რომ პირადი შემადგენლობა ადგილზე არ დარჩა, ბრძოლა არ მიიღო და სამარცხვინოდ გაიქცა. მართალია, ხშირ შემთხვევაში, თავად მეთაურებმა მიატოვეს დანაყოფები და თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ, მაგრამ აბა, თავიანთ თავს ხომ არ დასჯიდნენ და გამოსავალი იმაში იპოვეს, რომ ხარკოვის ოლქში “საზარბაზნე ხორცის” გადასროლა გადაწყვიტეს.

24-ე არხის წყაროს ცნობით, რუსმა გენერლებმა ქაოტური გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს, რათა ეცადათ მაინც იზიუმისკენ დაძრული უკრაინული შენაერთების შეჩერება. საბოლოოდ, ერთობ გაუგებარი გადაწყვეტილება იყო მიღებული – ხარკოვის ოლქის, ფაქტობრივად, მთლიანად დატოვების შესახებ.

რაც გადაწყდა, შესრულდა კიდეც და ამას “გადაჯგუფება” დაარქვეს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებუილ ოპერატიულ რუკაზე, უკვე 10 სექტემბერს, ხარკოვის ოლქი აღარ იყო იმ სივრცედ მონიშნული, რომელსაც რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.

“გადაჯგუფებაც” ოდესმე ხომ უნდა დასრულებულიყო, ამიტომ მიღებულია ახალი გადაწყვეტილება: ხარკოვის ოლქში 18 წლის წვევამდელი ასაკის პირებით დაკომპლექტებული შენაერთები წავლენ. რას და როგორ გამოასწორებს რუსეთისთვის ეს ნაბიჯი, გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ კრემლმა ყველაზე ახალგაზრდა ასაკის მეომრებიც კი, ფაქტობრივად, გაწირა…

შეგახსენებთ, ოპერატიულ, მოკლე და ამომწურავ ინფორმაციას უკრაინიდან შეგიძლიათ თვალყური მიადევნოთ “ოდიშინიუსის” ტელეგრამ-არხზე

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...