მთავარისიახლეებიმსოფლიოჩემი პრინციპი ასეთია : არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს- ზელენსკი

ჩემი პრინციპი ასეთია : არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს- ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.

ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგია იყო უკრაინის გარკვეულ ნაწილებში შეჭრა, დისკუსიებითა და შეთანხმებებით დროის მოგება, ძალის მოკრება და ახალი შეჭრის დაწყება.

მისი თქმით, ახლა უკრაინის მთავარი მიზანი ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაა.

„ვიცი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო გვიბიძგებს მინსკის პროცესის მიმართულებით. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ერთი არის დიპლომატიური გადაწყვეტა და მეორე არის მინსკი-2, -3, -5, -10. ეს სხვადასხვა რამეა, რადგან მინსკი ცარიელი ქაღალდია, რომელიც რუსეთს მომავალ შემოჭრამდე დასვენების საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჯერჯერობით რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილს ვერ ხედავს.

„მე ვერ ვხედავ მათგან კონსტრუქციულობის სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები – პუტინმა თუ ვინმე სხვამ. ეს არის ჩემი პრინციპი: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...