მთავარისიახლეებიმსოფლიორა ტერიტორიას და რომელ დასახლებულ პუნქტებს აკონტროლებს უკრაინა | ჩამონათვალი

რა ტერიტორიას და რომელ დასახლებულ პუნქტებს აკონტროლებს უკრაინა | ჩამონათვალი

Published on

სექტემბრის დასაწყისში, ცალკეულ მიმართულებებზე წამოწყებული კონტრშეტევითი ოპერაციების მიმდინარეობისას უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება დაიწყო. 

უკრაინული და უცხოური წყაროებით დადასტურებულია, რომ ამ დროისთვის უკრაინამ კონტროლი აღადგინა, საერთო ჯამში, დაახლოებით 2.000 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე – იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს ვერ აკონტროლებდა. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინელთა კონტრშეტევამ სრული დეზორგანიზება და ლოგისტიკის მოშლა გამოიწვია რუსეთის არმიაში, რომელსაც მსოფლიოს მეორე არმიის წოდებაზე აქვს პრეტენზია. როგორც ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ აღნიშნა, რუსი ოკუპანტები გარბიან არამარტო იმ ტერიტორიიდან, რომლებიც 2022 წლის თებერვლის შემდეგ აქვთ ოკუპირებული, არამედ იქედანაც, სადაც 2014 წელს შევიდნენ. 

როგორც ირკვევა, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ერთგვარ მანევრს მიმართა. ოლექს არესტოვიჩი დღეს უკვე ამბობს, რომ სამხრეთით, ხერსონის მიმართულებით გააქტიურება და ინფორმაციული ნაკადი, რომ უკრაინა ხერსონზე შეტევას გეგმავს, “გადამტანი” მანევრი და დიდი გეგმის ნაწილი იყო. 

ამ გეგმის მიხედვით მოხდა ის, რა შედეგსაც ახლა ვხედავთ: რუს სამხედროებს საერთოდ არ უფიქრიათ, რომ უკრაინელები აღმოსავლეთის მიმართულებაზე შეუტევდნენ და სამხრეთი გააძლიერეს – ნოვა კახოვკის ხიდების, პონტონების, ანტონოვკის ხიდის დაბომბვები ქმნიდა წარმოდგენას, რომ უკრაინა სწორედ სამხრეთით აპირებდა აქტიურობის გაგრძელებას. 

მაგრამ მოულოდნელად, უკრაინელებმა ხარკოვის ოლქს შეუტიეს და რამდენიმე დღეში წარმოუდგენელი სედეგიც დადეს. ამ დროისთვის, ზოგიერთ მონაკვეთზე, უკრაინელებს ხარკოვის ოლოქში, სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებთ რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან .

შეტევითი ოპერაციები ჯერაც გრძელდება. ბოლო მონაცემებით, უკრაინელები უკვე სევეროდონეცკს მიადგნენ. იმ ქალაქებისა და მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი კი, რომლებსაც უკრაინა ამ დროისთვის აკონტროლებს, ასე გამოიყურება: 

1. სვატოვო,
2. იზიუმი,
3. ველიკი ბურლუკი,
4. ვოვჩანსკი,
5. ლიმანი,
6. იამპილი,
7. სვიატოგორსკი,
8. ლისიჩანსკი,
9. კუპიანსკი,
10. დონეცკის აეროპორტი,
11. სევეროდონეცკის ნაწილი.
აუცილებლად ადევნეთ თვალი ჩვენს ტელეგრამ არხს, ამ ბმულზე – აქ ინფორმაცია ახლდება რეგულარულად და ოპერატიულად, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. 

სიახლეები

დააკავეს “პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი

დააკავეს “პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი. დაკავების მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დაკავებების სერია განახლდა - დღეს...

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ცოლთან ერთად, გიორგი ლიფონავა… – დაკავებულთა რაოდენობა იზრდება

ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს. ინფორმაციას ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლა დამირეკეს პოლიციიდან...

დაკავებულია ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

დაკავებულია ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. როგორც ჩიქოვანის დედა, დოდო შონავა სოციალურ ქსელში წერს, მისი რძლის და...

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ადგილის გაცვლა შესთავაზა და განაცხადა, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუცია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის თანხლებით მისული ირაკლი ღარიბაშვილი ხუმრობის ხასიათზე იყო. ის სხდომათა დარბაზში...