მთავარისიახლეებიმსოფლიორუსები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ

რუსები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ

Published on

რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ ავრცელებს.

მისივე თქმით, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში რუსეთის მოქალაქეები შენგენის ვიზით ვერ შევლენ, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაშია გაცემული ვიზა.

“არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში. აქ თქვენი ჩამოსვლა არავის უხარია“, – თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ტურისტული, კულტურული, სპორტული და საქმიანი მიზნით მოგზაურობის მსურველ პირებს. 4 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ევროკავშირში მოგზაურობა წარმოადგენს პრივილეგიას და არა ადამიანის უფლებას“.

არსებული ინფორმაციით, გამონაკლისი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში ნათესავთან ან სხვა ჰუმანიტარული მიზნებით ჩადის.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...