მთავარისიახლეებიმსოფლიოივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება, ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში და კორუფცია - აშშ-ს...

ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება, ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში და კორუფცია – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო დოკუმენტს აქვეყნებს

Published on

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, ფესვგადგმული კორუფციისა და კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით, სახელმძღვანელო პრინციპებსა და მითითებებს ითვალისწინებს.

USAID- ის კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ, კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა, რაც უნდა გახდეს შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შეფასების საგანი და ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედების საფუძველი, როგორიც არის კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვისა და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ სანქციების დაწესება. (გვ:16-17)

დოკუმენტში საქართველოში არსებულ კლეპტოკრატიასა და კორუფციის გამომწვევ შედეგად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებაზე დაყრდნობით, დასახელებულია ოლიგარქ ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი, ივანიშვილის ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში, საქართველოს ეკონომიკის მზარდი დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკასა და კორუმპირებული თანამდებობის პირთა დაუსჯელობა.

დეკლეპტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2004-2012 წლებში, საქართველომ გაატარა საჯარო სექტორის, საგადასახადო კანონმდებლობის, პოლიციისა და სხვა ინსტიტუციური რეფორმები, რამაც მკვეთრად შეამცირა ქვეყანაში კორუფციის, მექრთამეობისა და კლეპტოკრატიის დონე.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო დასახელებულია იმ 14 ქვეყანას შორის, რომელმაც USAID-ის დახმარებით, 2004-2012 წლებში განხორციელებული, წარმატებული ინსტიტუციური რეფორმებით მაგალითი მისცეს სხვა ქვეყნებს რეგიონში და შეძლებს შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენება დეკლეპტიფიკაციისთვის.

კლეპტოკრატიის წინააღმდეგ სახელმძღვანელო დოკუმენტში წერია, რომ დეკლეპტიფიკაცია რამდენიმე თაობის პროექტია და შეცდომაა ამ პროცესის ისე დანახვა, თითქოს ქვეყნებისთვის გაღებული შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენების შემდეგ კლეპტოკრატიასთან ბრძოლა ამით სრულდება. ამ მიდგომამ შესაძლოა პირიქით, ქვეყნებში კლეპტოკრატიული და კორუფციული პროცესები ახალი ენერგიით წარმოშვას, როგორც ეს 2012 წლის შემდეგ, საქართველოში მოხდა. (გვ:55)

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...