მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის „ფილტრაციის ოპერაციები“ შემზარავია -გაერო-ში აშშ-ს ელჩი

რუსეთის „ფილტრაციის ოპერაციები“ შემზარავია -გაერო-ში აშშ-ს ელჩი

Published on

გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ რუსეთის “ფილტრაციის ოპერაციები”, რომელსაც სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქეების დაკითხვისა და რუსეთში იძულებით გადასაყვანად იყენებენ “შემზარავია”.

„ფილტრაციის ოპერაციების“ თვითმხილველები და გადარჩენილები ყვებიან ისტორიებს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი მუქარის, შევიწროებისა და წამების ფაქტების შესახებ. მათ ჩამოართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და კომუნიკაციის ყველა საშუალება, ჩხრეკდნენ აგრესიულად და დაკითხვას უტარებდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ გარემოებებში. ეს მართლაც შემზარავია“, – განაცხადა ელჩმა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსები ამას ანექსიისთვის მომზადების მიზნით აკეთებენ.

„რატომ აკეთებენ ისინი ამას? მიზეზი მარტივია: ანექსიის მცდელობის მოსამზადებლად. მიზანი არის ოკუპაციისა და უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის საბოლოო ანექსიისთვის ლეგიტიმაციის თაღლითური საფარის უზრუნველყოფა. ამ ფაქტების გაყალბების მცდელობა არის ყალბი რეფერენდუმის არგუმენტი“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერ შეცვლას არასდროს აღიარებს.

„ეს რეფერენდუმები შეეცდება შექმნას კანონიერების და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ცრუ იერი. რუსეთი თვლის, რომ შეუძლია ხერსონის, ზაპოროჟიეს და უკრაინის სხვა რეგიონების ანექსია. რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას. ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ ამ სისასტიკეების ჩამდენებს. უნდა ვუპასუხოთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ – საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც კვლავ პატივს სცემს გაეროს წესდებას“, – განაცხადა გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩმა.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...