მთავარისიახლეებისაზოგადოებასაყოველთაო ჯანდაცვაში ჩართვის მსურველ კლინიკებს ოპერაციების ფასებს სახელმწიფო დაუდგენს

საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართვის მსურველ კლინიკებს ოპერაციების ფასებს სახელმწიფო დაუდგენს

Published on

დღეს აპენდიციტის ოპერაცია შეიძლება ერთ კლინიკაში 1000 ლარი ღირდეს, ხოლო მეორეში – 5 000 ლარი – ასეთი განსხვავება აღარ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. ზოიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია შერჩევით კონტრაქტირებაზე გადასვლა და ასევე, დაფინანსების მეთოდის შეცვლა. “დღეს როგორც არის განფასება ტარიფებით, ხშირ შემთხვევაში არასწორია. დაფინანსების ახალი მეთოდი იქნება, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყანაში იყენებენ. უნდა შემოვიდეს დაფინანსების ისეთი მეთოდი, რომელიც უფრო სამართლიანია იმ კუთხით, რომ მიბმულია კონკრეტულ რესურსტევადობაზე. დღეს შეიძლება მაგალითად, აპენდიციტის ოპერაცია ერთ კლინიკაში 1000 ლარი ღირდეს, ხოლო მეორეში – 5 000 ლარი. ასეთი განსხვავება აღარ იქნება. იქნება უფრო სამართლიანად ანუ რეალურად კონკრეტულ ოპერაციაში რამდენიც იხარჯება, ტარიფები იმის მიხედვით იქნება დათვლილი, რომელსაც პაციენტი გადაიხდის. 120 ქვეყანაში კერძო კლინიკებს უდგენენ ტარიფებს. მე კლინიკებს ვეუბნები: – თუ გინდათ, რომ გქონდეთ კონტრაქტი საყოველთაო ჯანდაცვაში, აი, ამ ტარიფით მოემსახურებით, ხოლო თუ არ გნებავთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ. ამ ტარიფების დათვლისას სამართლიან მეთოდს გამოვიყენებთ – დათვლილი იქნება კონკრეტულ რესურსტევადობაზე და მოგების რაციონალური პროცენტიც იქნება ჩადებული, მაგრამ არა ისე, როგორ დღეს არის“, – განაცხადა  აკაკი ზოიძემ. 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...