მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთს არ დაუწყია ომი უკრაინაში - პუტინი

რუსეთს არ დაუწყია ომი უკრაინაში – პუტინი

Published on

რუსეთი არაფერს დაკარგავს, მაგრამ გააძლიერებს თავის სუვერენიტეტს, რუსეთს არ დაუწყია ომი უკრაინაში და მსოფლიოს პოლარიზაცია მას მხოლოდ სარგებელს მოუტანს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის თვალსაზრისით, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება. და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება” – ამბობს ის.

გარდა ამისა, პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი თეზისი, რომ : რუსეთი არ იწყებს ომს, არამედ ამთავრებს მას.

“ჩვენ არაფერი დაგვიწყია სამხედრო ოპერაციების კუთხით, მაგრამ მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ…საომარი მოქმედებები დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მათ მიერ, ვისაც არ სურდა ნორმალური, მშვიდობიანი განვითარება და ცდილობდნენ საკუთარი ხალხის ჩახშობას და 8 წლის განმავლობაში დონბასში ხალხის გენოციდს ახორციელებდნენ “, – ამბობს პუტინი

მან უკრაინაში შეჭრას “მოვალეობა” უწოდა, რომელიც “უნდა შესრულდეს”

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...