მთავარისიახლეებისაზოგადოებავერბალურ ნაწილში, „ანალოგიების ბლოკი“ „წაკითხულის გააზრების ბლოკში“ იქნება გაერთიანებული- სიახლე აბიტურიენტებისთვის

ვერბალურ ნაწილში, „ანალოგიების ბლოკი“ „წაკითხულის გააზრების ბლოკში“ იქნება გაერთიანებული- სიახლე აბიტურიენტებისთვის

Published on

ზოგადი უნარების გამოცდაში, ვერბალურ ნაწილში, „ანალოგიების ბლოკი“ „წაკითხულის გააზრების ბლოკში“ იქნება გაერთიანებული, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ანალოგიები 2018 წლის ეროვნულ გამოცდაზე ცალკე აღარ იქნება და გაერთიანდება წაკითხულის გააზრებასთან, რაც შეფასების ინსტრუმენტის ეფექტურობას შეუწყობს ხელს. "როდესაც აბიტურიენტმა „ანალოგიებში“ მოცემული სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, ამ შემთხვევაში მას ტექსტი დაეხმარება და კონტექსტით შეძლებს განსაზღვროს სიტყვის მნიშვნელობა", – განაცხადა მიმინოშვილმა. მისივე თქმით, გამოცდისთვის განკუთვნილი დრო იგივე რჩება – ვერბალურიც და მათემატიკური ნაწილიც 1 საათი და 35 წუთი.ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის, სოფო დოლიძის თქმით კი, აღნიშნულის მიზანი არაა გამარტივება, მიზანია უნარების კიდევ უკეთ შეფასება.მისივე თქმით, ანალოგიების რაოდენობა ტესტში იყო 12, ახლა სულ მცირე 8 იქნება.

სიახლეები

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...