მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპირებული აფხაზეთი - თბილისის რეაქციაზე ბიჭვინთის საკითხის ირგვლივ

ოკუპირებული აფხაზეთი – თბილისის რეაქციაზე ბიჭვინთის საკითხის ირგვლივ

Published on

თბილისურ საზოგადოებაში აჟიოტაჟია ბიჭვინთის საკითხის ირგვლივ, რომ თურმე სოხუმის საზოგადოებაში „გაჩნდა“ წინააღმდეგობა რუსეთის მიმართ. რომ თითქოს, 30 წლის განმავლობაში პირველადაა ასეთი მწვავე და მასშტაბური წინააღმდეგობა, და თითქოს პირველად ითქვა – რუსეთმა იმიტომ გვაღიარა, რომ მიგვიერთოსო.
მოვლენებს მსგავსი შეფასება შეიძლება მისცე მხოლოდ ადამიანმა, რომელიც აზრზე არ ხარ რა ხდებოდა ენგურს იქით ეს 30 წელი, ან შეიძლება იცი, რაც ხდებოდა, მაგრამ ძალიან ნაივურად და ზედაპირულად აფასებ დღევანდელ მოვლენებს, უგულებელყოფ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს და არ იცი რუსეთის მუშაობის სახეობები.
აფხაზურ საზოგადოებაში ზიზღი რუსეთის მიერ ბევრად უფრო დიდი და მძლავრია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. იქ რუსი ტურისტიც კი ეზიზღებათ და არანაირი „მსხვილი ბიზნესი“ ან რაიმე მართლა დიდი ქონება არ არის დღემდე არც ერთი მდიდარი რუსის ხელში. დანარჩენ საქართველოში – რამდენიც გინდა.
უდიდესი ზეწოლის მიუხედად, მთელი ეს 30 წელი არსებობდა აფხაზური წინააღმდეგობაც, არც ერთი რეალურად მნიშვნელოვანი საკითხი არ დაუთმიათ, არც მიწის და უძრავი ქონების გაყიდვა, არც ენერგეტიკული ობიექტები, აიბღაზეც დიდი მსვლელობები იყო – ანუ მცოცავ ოკუპაციას არ ეგუებიან! ამიტომაც ყველა ე.წ. პრეზიდენტს ან უკლავენ, ან უწამლავენ, ან გადატრიალებებით ჩამოაგდებენ ხოლმე.
ბაღაფში იმიტომ მოკლეს, რომ 2008 წლის სცენარის გათამაშების საშუალება არ მისცა აფხაზეთიდან. თავიდან ასეთი იყო გეგმა.
წარმოგიდგენიათ რამდენს დაპირდებოდა კრემლი, აღიარებიდან დაწყებული მილიარდებით დამთავრებული?! უარი თქვა!
რაც არ უნდა ძლიერი იყოს წინააღმდეგობა, როდესაც ფიზიკურად ოკუპირებული ხარ, ვერ გახვალ ვერაფერს, ბოლომდე ვერც მოიშორებ რუსეთს, ვერც ტელევიზორში იყვირებ – რუსეთი არ მინდაო. იმიტომ, რომ გკლავენ.
მაშინ რა ხდება დღეს, საიდან ეს „ახალგაზრდული მოძრაობები სტიკერებით“, საიდან – ტელევიზიით ნათქვამი „რუსეთი მეგობარი არ არის“, საიდან ელჩის ლამის გაგდება?
აი საიდან: დადგა ის მომენტი, როდესაც მსოფლიო შეთანხმდა რომ არანაირი „დამოუკიდებელი“ და არც ოკუპირებილი რუსეთის მიერ კვაზი რესპუბლიკები არ უნდა არსებობდნენ. დრო მოჭამეს. რუსეთი დამარცხდა. დეოკუპაცია გარდაუვალია. ამიტომ ახლა რუსეთმა მაქსიმალურად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დევნილები არ დაბრუნდნენ, რომ საქართველომ ეს პროცესი ვერ დაასრულოს.
ამისთვის „აფხაზეთის ქეისი“ უნდა გამოჩნდეს რაღაცად უფრო მეტად ვიდრე „დნესტრისპირეთი“, ან დნრ-ლნრ. რომ თითქოს იქ ნამდვილად რაღაც დამოუკიდებლობაა, რაღაც რეალური აუთენტური პროცესია აფხაზეთის ე.წ. თვითგამორკვევა. და ამიტომ „მთელ მსოფლიოს“ უნდა დაანახონ, რომ რუსეთის მარიონეტები არ არიან, რუსეთს ღიად უპირისპირდებიან.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ ახალგაზრდულ მოძრაობებსაც თავისი პლაკატებით ისევ რუსეთი აფინანსებდეს. რადგან იცის უკვე, რომ დეოკუპაცია გადრაუვალია და რაღაცნაირად ხელი უნდა შეუშალოს დევნილების დაბრუნების პროცესს, მის ცივილიზებულად განხორციელებას მომავალში.
ესაა და ეს. რეალურად არაფერი განსხვავებული, გარდა იმისა, რომ „რუსეთის მოწინააღმდეგეების რიგებს“ თავად რუსეთი დაემატა, რათა ეს მართლა აუთენტური პროცესი კი არ ჩაახშოს, არამედ გაბეროს და ევროპისთვის civil resistant-ის სახე მისცეს. თბილისიც აჩოჩქოლდა და უხარია, აფრიალებს!
რაც ნაკლებად ჩავერევით ამ პროცესში, მით უკეთესია!
რუსეთი ვერ წაიღებს ვერც ბიჭვინთას, ვერც აეროპორტს – წაღებული მთელი აფხაზეთი აქვს!
ის რაზეც უნდა ვკონცერტრირდეთ – არის დეოკუპაცია!!! და შემდგომი დევნილების დაბრუნება.
არანაირ „შიდა პროცესებს“ არანაირი პოლიტიკური აზრი არ აქვს,
სანამ მე დევნილი ვარ,
სანამ მე სახლში არ ვარ…
იქ რაც უნდა მოხდეს – შორსაა პოლიტიკისან!
ესაა კვაზიპოლიტიკა და რუსული ოკუპაცია!
ელისო ჯანაშია

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...