მთავარისიახლეებიმსოფლიოდასახლებები გავათავისუფლეთ, მაგრამ ჩამოთვლას არ ვჩქარობთ - "სამხრეთის" სარდლობა

დასახლებები გავათავისუფლეთ, მაგრამ ჩამოთვლას არ ვჩქარობთ – “სამხრეთის” სარდლობა

Published on

“სამხრეთის” გაერთიანებული სარდლობის პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთით არმიამ გაათავისუფლა ახალი დასახლებული პუნქტები, მაგრამ გენშტაბი მათ ჩამოთვლას არ ჩქარობს, რათა ეს დასახლებები ისევ არ გახდეს მტრის არტილერიის სამიზნე.

ამას გარდა, ნატალია გუმენიუკი დუმილის მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ ნაადრევად გამოცხადებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა, რომელიც სახლებში დაბრუნებას ჩქარობს:

“გვაქვს მოცემულობა, რომ დასახლებული პუნქტებიდან გასვლის წინ, მტერი ტოვებს დანაღმულ ტერიტორიებსა და უამრავ, სიცოცხლისთვის საშიშ ხაფანგს, აქედან გამომდინარე, კიდევ დროა საჭირო, რათა მოხდეს ასეთი ადგილების შესწავლა და განნაღმვა, რის შემდეგაც გათავისუფლებული ადგილები ოფიციალურად დასახელდება”, – თქვა ნატალია გუმენიუკმა.

შეგახსენებთ, დღეს ზსუ-მ გამოაცხადა ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში თითო დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ. 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...