მთავარისიახლეებიმსოფლიოვარდების რევოლუციის შემდეგ არ შეცვლილა ერთი რამ- ქართველების ნება იყვნენ NATO-სა და...

ვარდების რევოლუციის შემდეგ არ შეცვლილა ერთი რამ- ქართველების ნება იყვნენ NATO-სა და EU-ში – ბუში

Published on

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, საქართველოსთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.

ბუში წერილში აღნიშნავს, რომ აშშ არასდროს შეწყვეტს რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია. გარდა ამისა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ მაშინ, როცა ამერიკა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, ის ამას მეგობრის პოზიციიდან აკეთებს.

ბუშის წერილი საერთაშორისო კონფერენციაზე “დიდერბა უკრაინას!” აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა წაიკითხა.

“საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში. 2005 წელს მე და ლორამ ვნახეთ თქვენი არაჩვეულებრივი პეიზაჟები და ბუნება, გავიცანით თქვენი კულტურა და ხალხი. თავისუფლების მოედანზე მე მაშინ აღვნიშნე, რომ 2003 წელს ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში, შეიარაღებულები მხოლოდ ვარდებითა და საკუთარი რწმენით, და აქციეს საქართველო თავისუფლების შუქურად მთელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის.

ბევრი რამ მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და ქართველებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რა შეუძლია მოსკოვის რეჟიმს. თუმცა, ერთი რამ არ შეცვლილა – ქართველების ნება, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული ქვეყანა და იყვნენ ისეთი ორგანიზაციების ნაწილი, როგორებიცაა ნატო და ევროკავშირი.

ჩვენ არასდროს შევწყვეტთ რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს თქვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინაც კი, როცა გამოვთქვამთ შეშფოთებებს თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, ჩვენ ამას ვაკეთებთ მეგობრის პოზიციიდან, რადგან გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და საკუთარი ღირსეული ადგილი დაიკავოს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში.

ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ფონზე, რაც, სამწუხაროდ, ქართველებისთვის უცხო არ არის. ქართველებისთვის არც უკრაინელების სურვილია უცხო, რომ იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ, ეს კონფერენცია არის ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისადმი, რათა მათ დაამარცხონ და განდევნონ საოკუპაციო ძალები საკუთარი ქვეყნიდან. ახლა რთული პერიოდი დგას მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მაგრამ მსხვერპლის გაღებით, მძიმე შრომითა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებით თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს”, – წერს ჯორჯ ბუში.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...