მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის უმაღლეს მთავარსარდალთან მეთაურთა შეხვედრა ამ კვირას უკვე მეორედ ჩატარდა

უკრაინის უმაღლეს მთავარსარდალთან მეთაურთა შეხვედრა ამ კვირას უკვე მეორედ ჩატარდა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა და ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კვირის განმავლობაში უკვე მეორედ ჩაატარა თათბირი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი, ასევე თავდაცვისა და დაზვერვის მეთაურები და ფრონტის სხვადასხვა ხაზზე მყოფი სამხედრო მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

“ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო ოთხშაბათის შემდეგ. მოვისმინე ანგარიში იმის შესახებ, რა ხდება წინახაზზე. ესწრებოდნენ ზალუჟნი, მონასტირსკი, ბუდანოვი, მალიუკი, დანილოვი და სხვები.

მოვისმინე ოპერატიული მიმართულებების შესახებ ანალიზი სირსკის, ლიტვინოვისა და კოვალჩუკისგან.

მიღებულია გარკვეული გადაწყვეტილებები და მათ შესახებ ყველას მალე გვეცოდინება”, – თქვა ზელენსკიმ ტრადიციულ, საღამოს ვიდეომიმართვაში.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...