მთავარისიახლეებისაზოგადოება"მაშინა ვრემენის", გალკინსა და მელაძეს სპორტის სასახლემ დარბაზის დათმობაზე უარი უთხრა

“მაშინა ვრემენის”, გალკინსა და მელაძეს სპორტის სასახლემ დარბაზის დათმობაზე უარი უთხრა

Published on

სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ უარი უთხრა პუტინის კრიტიკით გამორჩეული რუსი მომღერლების “მაშინა ვრემენის”, მაქსიმ გალკინისა და მელაძის კონცერტების ორგანიზატორებს დარბაზის დათმობაზე. 

“ბილეთები.ჯი”, რომელმაც ამ კონცერტების ბილეთების უმრავლესობა უკვე გაყიდა, ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლ;იტიკურია და “რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას” უკავშირდება. 

„დაუჯერებელია, რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე.

თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...