მთავარისიახლეებიმსოფლიოჯოჯოხეთური ღამე მელიტოპოლში ოკუპანტებისთვის - სად რა მოხდა 1 სექტემბრის ღამით

ჯოჯოხეთური ღამე მელიტოპოლში ოკუპანტებისთვის – სად რა მოხდა 1 სექტემბრის ღამით

Published on

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების გადასასვლელი მდინარე დნეპრზე ნოვა კახოვკათან. დაბომბვის დროს რუს ოკუპანტებს გადაჰქონდათ ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალები ხერსონის ფრონტის მოსამარაგებლად…

2 სექტმებრის ღამეს უკრაინის არმიამ M142 Himars-ების მრავალფუქნციური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების GMLRS ER-ის მართვადი რაკეტების გამოყენებით დაბომბა მელიტოპოლის სამხედრო აეროდრომი, სადაც ოკუპანტებმა ბოლო პერიოდში ყირიმიდან გადაისროლეს დიდი გარკვეული რაოდენობით საარმიო(Ka-52, Mi-8, Mi-28) და საფროტო ავიაცია(ბომბდამშენები: Su-34, Su-24 და მოიერიშეები:Su-25).

უკრაინის არმია მეთოდურად ანადგურებს საოკუპაციო ძალების ლოჯისტიკური მომარაგების კვანძებს, უკრაინის არმიის მხრიდან პასუხგაუცემელი არ რჩება რუსების ყოველგვარი გადაადგილება(ყირიმიდან და მელიტოპოლიდან გადმოსროლილ საოკუპაციო ძალების კოლონებს დიდი განსაცდელი ელოდებათ…).

აღსანიშნავია, რომ საუცხოოდ მუშაობს უკრაინული დაზვერვა, ეფექტურად აწარმოებენ კონტრაბატარეულ და კორექტირებად საარტილერიო ცეცხლს ხერსონის ფრონტზე (დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე)…

ხერსონის ფრონტის მიმართულებაზე დიდი რაოდენობით საოკუპაციო ძალების მიზიდვა/შებოჭვა და მათი ეტაპობრივად გამოფიტვა უკრაინის გენშტაბის მიერ წარმოებული მანევრული ომის სტრატეგიის ნაწილია…

რუსლან შავაძე

სიახლეები

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...

ირლანდიამ 52 ქართველი მიგრანტი დაადეპორტა

ირლანდიამ ოფიციალურად დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია. ქვეყნის პოლიციის, An Garda Síochána-ს, ინფორმაციით, სამშობლოში ჩარტერული...

დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდება EU-ს ანგარიში უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ-ჰერჩინსკი

ამ საკითხის განხილვა მოხდება უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმის საფუძველზე, ვფიქრობთ ამ მექანიზმზე შეთანხმება...