მთავარისიახლეებისაზოგადოებადიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალისა და მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალისა და მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა

Published on

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორ წლამდე ბავშვი რეანიმაციაში იმყოფება.

ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებული, ახალგაზრდა ქალი. როგორც კლინიკის რეანიმატოლოგმა, ქეთევან თარგამაძემ განაცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული.დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება დღეს, დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დაშავებულები არიან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც ნიგერიის მოქალაქეები არიან. აფეთქება სწორედ მათ ბინაში მოხდა. ასევე დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობდა.

სიახლეები

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...

აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი-შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 28 კგ-მდე...