მთავარისიახლეებიმსოფლიო„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა

Published on

ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების წყაროს ცნობით, მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გამოვარდა და მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს მეექვსე სართულზე მკურნალობდა.

მაგანოვი „ლუკოილში“ კომპანიის დაარსებიდან მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2020 წლიდან იყო. კომპანიას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...