მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხაში, ბამბის გადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის მიზეზები ამ დრომდე უცნობია

წალენჯიხაში, ბამბის გადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის მიზეზები ამ დრომდე უცნობია

Published on

ამ დრომდე უცნობია , რამ გამოიწვია   ხანძარი, რომელიც ორი დღის წინათ წალენჯიხის გარეუბანში მდებარე ბამბის გადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა. მოარული ხმებით, ხანძარი განზრახ არის გაჩენილი, თუმცა ოფიციალური ვერსია ჯერ არ გაჟღერებულა. 

 ცეცხლი 300 კვადრატული მეტრ ფართობს მოედო.

ადგილზე 3 სახანძრო მანქანა მუშაობდა. მეხანძრეებმა შენობა გადაარჩინეს, თუმცა მთლიანად არის დამწვარი ბამბა და გასაყიდი ნედლეული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას თქმით, საწარმო ყოფილ ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობაში იყო განთავსებული. 
 ბამბის საწარმო კერძო საკუთრებაა და მეპატრონეები ზარალს თავად დაითვლიან.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ამას  გამოძიება დაადგენს. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები.
 გამოძიება ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...