მთავარისიახლეებისამართალიპირი, რომელმაც ქუთაისში რუსეთის დროშა აღმართა, იდენტიფიცირებულია

პირი, რომელმაც ქუთაისში რუსეთის დროშა აღმართა, იდენტიფიცირებულია

Published on

პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ახალგაზრდულ პარკში, ფლაგშტოკზე, რუსეთის სახელმწიფო დროშა აღმაღთა, იდენტიფიცირებულია და, სავარაუდოდ, 500 ლარით დაჯარიმდება – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული კანონდარღვევა 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მერიის ცნობით, მოქალაქემ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დროშა 29 აგვისტოს აღმართა, პარკის ადმინისტრაციამ კი დროშა დაუყოვნებლივ ჩამოხსნა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...