მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ჩხოროწყუ - 2017'' - შემოდგომის მზიანი დღე

,,ჩხოროწყუ – 2017” – შემოდგომის მზიანი დღე

Published on

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში "ჩხოროწყობა 2017" აღინიშნა. დღესასწაული „საპატიო ჩხოროწყუელის“ დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. საპატიო ტიტული მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 8 ჩხოროწყუელს მიენიჭა.
 
დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები, ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები იყო გამოფენილი. სტუმრებს დღის ბოლომდე შეეძლოთ ტრადიციული კერძების დაგემოვნება და გამოფენების დათვალიერება.
 
ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, ცენტრში მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა.
გუშინვე  ჩხოროწყუში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, სოფელ ხაბუმეში ბაღის მშენებლობისთვის 195 ათასი ლარი დაიხარჯა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისია და გათვლილია 50 აღსაზრდელზე. საბავშვო ბაღთან ერთად კეთილმოეწყო ეზო და სათამაშო სივრცე.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...