მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთში დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სირიელი ლტოლვილები უკანონოდ გადაყავდა საბერძნეთში

თურქეთში დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სირიელი ლტოლვილები უკანონოდ გადაყავდა საბერძნეთში

Published on

საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში უმთავრეს პრობლემად რჩება – ამის შესახებ ნათქვამია საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამემამულეებისადმი მიმართვაში, რომელიც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ”ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.
 
იოსებ ნანობაშვილის თქმით, ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. ელჩის განმარტებით, "საელჩო როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებით, მუდმივ დიალოგს აწარმოებს ორ საკითხზე: განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი და არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ." 
 
ამასობაში კი საბერძნეთს ჩვენი ვაითანამემამულეები პრობლემებს ,,გარედანაც''  უქმნიან. 
დღეს თურქული გამოცემა  „მილეთის“ წერს, რომ  თურქეთში, სირიელი ლტოლვილების უკანონო გზით საბერძნეთში გადაყვანის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს,   37 წლის ნ.ს., რომელიც  თურქეთის 43 წლის მოქალაქე ა.დ.- თან ერთად სირიელი ლტოლვილების თურქეთიდან საბერძნეთში  უკანონო გზით გადაყვანას ეწეოდა. კურორტ მარმარისთან, ქალაქ ასპარანის მახლობლად პოლიციამ გააჩერა მიკროავტობუსი, რომლითაც 12 სირიელი ლტოლვილი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე უკანონო გზით მოხვედრას ცდილობდა.
,,გადამყვანთა'' საქმე  სასამართლოს გადაეცა. 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...