მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა ხერსონს უტევს - "სამხრეთის" სარდლობა შეტევის დაწყებას ადასტურებს

უკრაინა ხერსონს უტევს – “სამხრეთის” სარდლობა შეტევის დაწყებას ადასტურებს

Published on

“სამხრეთის” სარდლობა ადასტურებს, რომ უკრაინამ შეტევითი ოპერაციები დაიწყო.

“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს შეტევითი ოპერაციები უკრაინის სამხრეთის რამდენიმე მიმართულებაზე”, – ამის შესახებ “სამხრეთის” სარდლობის გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი იტყობინება.

ამასთან, ვრცელდება ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ დონბასელმა სეპარატისტებმა ( 109-ე პოლკის ბოევიკებმა) და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ცალკეულმა ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიიდან უკან დაიხიეს.

“უკრაინელები გვესვრიან ყველაფრიდან, – ტანკებიდან , არტილერიიდან, მოქმედებს ავიაცია, ხერსონში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს, “, – ყვირის ბოევიკი ვიდეოში, რომელიც ცდილობს, საშიშ ადგილს ხოხვით გაშორდეს («прорвали первую линию обороны» и «****** [бьют] c танков, авиации, артиллерии».)

შეგახსენებთ, რომ ხერსონსა და ხერსონის ოლქზე მდებარე ობიექტებზე უკრაინამ ღამის განმავლობაში იერიშები მიიტანა, ხოლო თავდაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონში თითქმის ყველა ხიდის მწყობრიდანაა გამოსული და ოკუპანტები ყირიმიდან ვერც დამატებით ძალებს, ვერც შეიარაღებას ვერ იღებენ.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...